Accessibility links

logo-print

ერაყში 2007 წელს დამატებით გაგზავნილი


ერაყში 2007 წელს დამატებით გაგზავნილი შეერთებული შტატების ხუთი ბრიგადიდან მესამე ბრუნდება შინ.

ერაყში 2007 წელს დამატებით გაგზავნილი შეერთებული შტატების ხუთი ბრიგადიდან მესამე ბრუნდება შინ.
შეერთებული შტატების სამხედრო სარდლობა აცხადებს, რომ ბრიგადის 3500 ჯარისკაცის დისლოკაციის შეცვლა მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე მოხდება. დისკლოკაციის შეცვლა ნაწილია ფართო გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე ერაყიდან გამოყვანილ იქნეს იქ დამატებით გაგზავნილი 20 ათასი ჯარისკაცი. აპრილში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დროებით შეაჩერა ჯარების გაყვანა ივლისის შემდეგ პერიოდში. მან 45 დღით გაყინა ეს პროცესი იმისათვის, რომ შემდგომ შემცირებამდე ჯერ ვითარების შეფასება მოხდეს.

XS
SM
MD
LG