Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამანგრეველი ციკლონის შეტევიდან ექვსი დღის


დამანგრეველი ციკლონის შეტევიდან ექვსი დღის შემდეგ,

დამანგრეველი ციკლონის შეტევიდან ექვსი დღის შემდეგ,
მიანმარში გაეროს პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა. მაგრამ ქვეყნის თვითიზოლაციაში მყოფი რეჟიმი კვლავაც უარს აცხადებს ქვეყანაში ამერიკული დახმარების შეტანაზე. ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ციკლონის შემდეგად 23,000 ადამიანი დაიღუპა, და კიდევ 42,000 დაკარგულია. მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი ამაზე ბევრად დიდია და 100,000-ს აღწევს. მილიონამდე ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. საერთაშორისო თანამეგობრობაში სულ უფრო მეტად იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ მიანმარის სამხედრო მმართველები თავს იკავებენ ჰუმანიტარული მაშველი ძალების შეშვებისგან ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG