Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა
აფხაზეთში კიდევ უფრო მეტი მშვიდობის დამცველი შეიყვანოს - იმ შემთხვევაში, თუ, განცხადების თანახმად, საქართველოს მხარე კონფლიქტის ზონაში სამხედრო მობილიზებას განაგრძობს. გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ რუსული კონტინგენტი აფხაზეთში 545 სამხედრო მოსამსახურით გაიზარდა, და ამის შედეგად დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 2,542 რუსი მშვიდობის დამცველი იმყოფება. 1994 წლის შეთანხმების მიხედვით კი სამხედროთა მაქსიმალური რაოდენობა 2,500-დან 3,000-მდე უნდა იყოს. რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოთა რაოდენობა განკუთვნილ კვოტას უკვე აჭარბებს, და ახალი კონტინგენტი ”აგრესორებად” იქნება აღქმული. საქართველოს ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში, კეზერაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო ომისთვის არ ემზადება.
XS
SM
MD
LG