Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სამეთვალყურეო მისია საქართველოში აცხადებს


გაეროს სამეთვალყურეო მისია საქართველოში აცხადებს, რომ მისიის მეთვალყურეები

გაეროს სამეთვალყურეო მისია საქართველოში აცხადებს, რომ მისიის მეთვალყურეები
კვლავ დიდი ყურადღებით აკვირდებიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში და კოდორის ხეობაში არსებულ ვითარებას - და რომ ამ დრომდე მათ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია რომელიმე მხარის მიერ სამხედრო ძალების კონცენტრაციის შესახებ. გაეროს სამეთვალყურეო მისია გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას - რომელიც ამბობს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ძალებმა სამშვიდობო კონტინგენტის რაოდენობაზე, განლაგებაზე და ამოცანებზე ინფორმაცია მიაწოდეს კონფლიქტის ზონაში გაეროს სამეთვალყურეო მისიის გენერალ-მაიორ ხატაკს. რუსეთის მხარის თანახმად, ხატაკი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რუსეთის ქმედებები არ ეწინააღმდეგება სამშვიდობო ოპერაციების შესახებ საბაზისო შეთანხმებებს. საპასუხო განცხადებაში გაეროს სამეთვალყურეო მისია ამბობს, რომ მას საერთოდ არ აქვს უფლება განცხადებით გამოვიდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო მისიის შესაბამისობაზე დსთ-ში მოქმედ წესებთან. რაც შეეხება ზონაში სამშვიდობო კონტინგენტის რაოდენობის გაზრდას, მისია აცხადებს, რომ მას დსთ-ს მშვიდობის დამცველებისგან სურს მიიღოს დამატებითი ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რაში ხედავენ ისინი ზავის შეწყვეტის საფრთხეს, და კონტინგენტის გაზრდის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG