Accessibility links

logo-print

თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო


თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა

თბილისში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა
ცალ-ცალკე შეხვდა ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, მან ბრაიზას უთხრა, რომ "საქართველოში ანტიამერიკული განწყობა იზრდება".
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მეთიუ ბრაიზასთან შედგა შეთანხმება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკელი მეთვალყურეები რთულად გასაკონტროლებელ საარჩევნო უბნებზე იმორიგევებენ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საარჩევნო საკითხების გარდა, განხილულ იქნა აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარებაც და ის პოლიტიკაც, რომელსაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ატარებს.
XS
SM
MD
LG