Accessibility links

logo-print

ლიბანში მესამე დღეა, გრძელდება შეტაკებები


ლიბანში მესამე დღეა, გრძელდება შეტაკებები "ჰისბოლას" პროირანული ექსტრემისტული დაჯგუფებისა და

ლიბანში მესამე დღეა, გრძელდება შეტაკებები "ჰისბოლას" პროირანული ექსტრემისტული დაჯგუფებისა და
ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდამჭერ შენაერთებს შორის. ამ დროისთვის დაღუპულია ათამდე ადამიანი, კიდევ ოცზე მეტი - დაჭრილია. მიღებული ცნობების თანახმად, "ჰისბოლას" რაზმებმა დაიკავეს დედაქალაქ ბეირუთის დასავლეთი ნაწილი. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ჰისბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრულამ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ დაჯგუფების შევიწროება ომის გამოცხადების ტოლფასია. გაერომ დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
დიალოგისკენ მოწოდება გამოთქვა ლიბანის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა საად ჰარირიმაც: [საად ჰარირის ხმა]: "მე გთავაზობთ, დაუყოვნებლივ გადავინაცვლოთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ეროვნულ დიალოგს უხელმძღვანელებს გენერალი მიშელ სულეიმანი, რომელიც ახლო მომავალში პრეზიდენტად უნდა აირჩიონ. ჰასან ნასრალამ ნდობა გამოუცხადა მის ნეიტრალობას, პატრიოტიზმს და შესაძლებლობას, იყოს შუამავალი ყველა საკამათო საკითხის გარჩევის პროცესში."
XS
SM
MD
LG