Accessibility links

logo-print

მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ განაახლა მიანმარისთვის


მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ განაახლა მიანმარისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება

მსოფლიოს სასურსათო პროგრამამ განაახლა მიანმარისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება
- ეს პროცესი სულ რამდენიმე საათის მანძილზე იყო შეწყვეტილი. დღეს ცნობილი გახდა, რომ მიანმარის სამხედრო ხელისუფლებამ კონტროლი დაამყარა იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილია ტროპიკულ ციკლონ "ნარგიზის" მსხვერპლთა დასახმარებლად. ხელისუფლებამ განაცხადა, აგრეთვე, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას თვითონ გაანაწილებს და უარს ამბობს ქვეყანაში უცხოელ მაშველთა შეშვებაზე. მიანმარის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი სტიქიური უბედურების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 23 ათასამდე კაცი დაიღუპა. 42 ათასზე მეტი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო მილიონზე მეტი - უსახლკაროდ დარჩა.
XS
SM
MD
LG