Accessibility links

logo-print

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა დღეს, სოხუმში გამართულ შეხვედრაზე. ბრაიზასთან ერთად დღეს სოხუმში საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი, ელჩის მრჩეველი კონფლიქტების გადაჭრის საკითხებში მაიკლ კარპენტერი და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის გაყოფილების უფროსი ბრიჯიტ ბრინკი იმყოფებიან. “აუცილებლად მიმაჩნია კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების აღდგენა.” – განაცხადა ბრაიზამ. სერგეი ბაღაფშმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზად არის ყველა სადაო საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაიჭრას. მაგრამ, მისი სიტყვებით, ყველა პირობის შექმნაა საჭირო საიმისოდ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებები სრულდებოდეს. ბაღაფშთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს დიპლომატები გაგრაში გაემგზავრნენ.
XS
SM
MD
LG