Accessibility links

დღეს მიანმარში ტარდება სახალხო რეფერენდუმი


დღეს მიანმარში ტარდება სახალხო რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის თაობაზე,

დღეს მიანმარში ტარდება სახალხო რეფერენდუმი ახალი კონსტიტუციის თაობაზე,
მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებისა, კენჭისყრა გადატანილ ყოფილიყო და მეტი ყურადღება დათმობოდა ციკლონის მსხვერპლთ. რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის ყველა ნაწილში გარდა იმ დასახლებებისა, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდა გასულ კვირაში ციკლონით, რომელმაც, როგორც ვარაუდობენ, ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მმართველი ხუნტა მსოფლიო თანამეგობრობის კრიტიკის საგნად იქცა მას მერე, რაც ის დათანხმდა დახმარების მიღებას, მაგრამ არა ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეშვებას ქვეყანაში. გაეროს ცნობით, მილიონ 900 ათას ადამიანამდე საჭიროებს სასწრაფო დახმარებას სურსათით, სასმელი წყლითა და მედიკამენტებით.

XS
SM
MD
LG