Accessibility links

logo-print

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო


ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით,

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით,
ლიტვასთან მიღწეულია შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ლიტვის ვეტოს მოხსნას მოლაპარაკებაზე რუსეთთან პარტნიორობის შესახებ ახალი ხელშეკრულების თაობაზე. ამ შინაარსის განცხადება ლიტვის, პოლონეთის, შვეციისა და სლოვენიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ვილნიუსში. დღეს კი 4-ვე მინისტრი თბილისს ესტუმრა და რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა, მათ შორის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრას ვაიტიეკუნასის განცხადებით, ვეტო მოიხსნა, რადგანაც ევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, შეიტანონ ლიტვის შეშფოთების გამომწვევი საკითხები - მათ შორის საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტები - რუსეთთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში. წინა დღით თბილისში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც ჩავიდა.
XS
SM
MD
LG