Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობა წარადგინა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მთავრობა წარადგინა.
მინისტრების ნაწილი პოსტებს ინარჩუნებს. მათ შორის არის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი. მაღალ პოსტებზე არიან წარდგენილი კრემლის ყოფილი მაღალი რანგის მრჩევლებიც. პუტინმა ახალი კაბინეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს დღეს გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრაზე. [პუტინის ხმა] “გაიზარდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეთა რიცხვი: მთავრობის თავმჯდომარეს ეყოლება ორი პირველი მოადგილე, სამი მოადგილე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - ფინანსთა მინისტრი.” ვიქტორ ზუბკოვი, რომელსაც პუტინი ჩაენაცვლა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ვიცე-პრემიერი ხდება. კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი სობიანინი და მისი მოადგილე იგორ სეჩინი ასევე შეიყვანის მთავრობაში. პრეზიდენტმა მედვედევმა დაამტკიცა მთავრობის შემადგენლობა.
XS
SM
MD
LG