Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის


გაეროს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა მიანმარის მმართველი რეჟიმი გააკრიტიკეს

გაეროს გენერალურმა მდივანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა მიანმარის მმართველი რეჟიმი გააკრიტიკეს
ძლიერი ციკლონის შედეგებზე ნელი რეაქციის გამო. ციკლონმა 2 მაისს ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ასიათასობით ადამიანი - შიმშილისა და ეპიდემიების საფრთხის წინაშე დააყენა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა “მიუღებლად ნელი რეაქციის გამო”, რომელიც ციკლონის შემდგომ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს მოჰყვა. [ბან კი მუნის ხმა] “ეს არის კრიტიკული მომენტი. თუ მეტი დახმარება ძალიან სწრაფად არ შევა ქვეყანაში, მოსალოდნელია ინფექციური დაავადებების ეპიდემიების დაწყება, რის შედეგადაც, შესაძლოა, ამჟამინდელზე გაცილებით უარესი კრიზისის მოწმეც კი გავხდეთ. ამიტომ დაბეჯითებით მოვუწოდებ მიანმარის მთავრობას, პრიორიტეტად დაისახოს თავისი ხალხის სიცოცხლეზე ზრუნვა - ყველა ღონეს მიმართოს, რათა არ დაუშვას, რომ ეს კატასტროფა კიდევ უფრო დამძიმდეს”. ისევე როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმაც მკაცრი კრიტიკა გამოთქვა. როგორც იუწყებიან, ბოლო დღეებში მიანმარში მეტი დახმარება ჩადის უცხოეთიდან, მაგრამ ჰუმანიტარული ორგანიზაციების თქმით, გაცილებით მეტია აუცილებელი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG