Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტელეფონით


აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ახალ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს,

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ახალ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს,
მას პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსუარვა. საუბარი შეეხო, როგორც იუწყებიან, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის გარშემო დაძაბულობასაც. თეთრი სახლის პრეს-მდივან დანა პერინოს განცხადებით, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და გამოთქვა იმედიც, რომ ყველა მხარე მუშაობს დაძაბულობის განსამუხტად. პრეს-მდივან დანა პერინოს თქმით, მხარეებმა ისაუბრეს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის მნიშვნელობაზე. ჯორჯ ბუში ტელეფონით ესაუბრა რუსეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსაც, მასაც უსურვა წარმატებული საქმიანობა ახალ თანამდებობაზე.
XS
SM
MD
LG