Accessibility links

logo-print

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების


ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი სულ უფრო მატულობს,

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რიცხვი სულ უფრო მატულობს,
ოფიციალური ინფორმაციით, უკვე 12 000-ს აღემატება; კიდევ ათასობით ადამიანი დაკარგულია, ან ნანგრევებშია მოყოლილი. ოფიციალური მასმედიის ინფორმაციით, 18 500-ზე მეტი ადამიანი ეგულებათ ნანგრევებში მარტო ქალაქ მიანიანში, რომელიც სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს. ასევე ოფიციალური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ჩააღწიეს ვენჩუანში - ის გუშინდელი, 7,9 სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრია. ერთი დღის მანძილზე ვენჩუანი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო, ადგილზე მსვხერპლის რიცხვი ჯერ უცნობია. აშშ-მა, რუსეთმა, ევროკავშირმა ჩინეთს მიუსამძიმრეს და დახმარება შესთავაზეს.
XS
SM
MD
LG