Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში წუხელ 11 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადში წუხელ 11 ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და რადიკალ შიიტ სასულიერო მოღვაწე

ბაღდადში წუხელ 11 ადამიანი დაიღუპა უშიშროების ძალებსა და რადიკალ შიიტ სასულიერო მოღვაწე
მოყტადა ალ-სადრის მიმდევრებს შორის შეტაკებების შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია 20 ადამიანი. ხოლო ამერიკელი სამხედროების ცნობით, მათმა ჯარისკაცებმა, სულ ცოტა, სამი შეიარაღებული პირი მოკლეს მას შემდეგ, რაც ამერიკელებზე რამდენიმე იერიში მოეწყო. ძალადობა ბაღდადის უმეტესწილად შიიტებით დასახლებულ უბანში განახლდა მიუხედავად ერაყის მთავრობისა და მოყტადა ალ-სადრის ოპოზიციური მოძრაობის შეთანხმებისა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
XS
SM
MD
LG