Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს ისრაელის პარლამენტს, კნესეტს,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, დღეს ისრაელის პარლამენტს, კნესეტს,
სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლა ისრაელის დაარსების მესამოცე წლისთავს ეძღვნებოდა. ბუშის თქმით, შეერთებულ შტატებს და ისრაელს ერთმანეთთან ურყევი კავშირი აქვთ. ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ეჰუდ ოლმერტმა - რომელიც ბუშამდე გამოვიდა სიტყვით - თქვა, რომ ისრაელი მშვიდობისთვის მზად არის, და რომ ის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას განიხილავს.
ბუშს სურს ეს შეთანხმება 2009 წლის იანვრამდე გაფორმდეს - ვიდრე ის პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. პარალელურად, პალესტინელები 1949 წლის ალ-ნაკბას - არაბულად ”კატასტროფის” - დღეს აღნიშნავენ. ასე უწოდებენ პერიოდს, როდესაც ებრაელთა სახელმწიფოს დაარსების შემდეგ, ასი ათასობით პალესტინელს მოუწია სახლ-კარის დატოვება.
XS
SM
MD
LG