Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის ყოფილმა


შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა,

შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა,
ჯონ ედვარდსმა, წინასაარჩევნო ორთაბრძოლაში მხარი ბარაკ ობამას დაუჭირა. ედვარდს სურს, რომ ნომბერის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატების წარმომადგენელი ობამა იყოს. ედვარდსის ღია მხარდაჭერის მოპოვება წინასაარჩევნო ბრძოლაში დარჩენილი ორივე კანდიდატისთვის - როგორც ობამასთვის, ისე ჰილარი კლინტონისთვის - მნიშვნელოვანი იყო. ედვარდსმა, რომელიც წინასაარჩევნო პროცესს იანვარში გამოეთიშა, ობამას მხარდასაჭერი სიტყვა მიჩიგანის შტატში, ობამას საარჩევნო შტაბის მიერ გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა: [ედვარდსის ხმა]: ”არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ესმის, რომ ახლა გაბედული მმართველობის დროა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ მოიტანოს ცვლილებები - გრძელვადიანი ცვლილებები, რომლებიც ნოლიდანაა დასაწყები. ერთადერთი ადამიანი, რომლის გულიც გრძნობს, რომ დადგა ერთიანი, და არა გაორებული, ამერიკის შექმნის დრო. და ეს ადამიანი ბარაკ ობამაა.” ედვარდსის მიერ ღია მხარდაჭერის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, კლინტონმა ობამა დასავლეთი ვირჯინიის შტატში გამართულ კანჭისყრაში დაამარცხა, თუმცა საერთო ჯამში, დელეგატების რაოდენობით, ობამა კლინტონზე წინ არის. საბოლოო გადაწყვეტილებას აგვისტოში გამართულ დემოკრატების ყრილობაზე სწორედ დელეგატები მიიღებენ.
XS
SM
MD
LG