Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა დღეს


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა დღეს, დღის პირველ ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა დღეს, დღის პირველ ნახევარში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის აღმოჩენილი სამხედრო დახმარება რეგიონში ”დესტაბილიზაციას” იწვევს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დეტალური ცხრილი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარების თაობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ”საკმაოდ მოძველებულია”, და შესყიდვები, რომლებზეც ამ განცხადებაშია საუბარი, საქართველომ ორი წლის წინ განახორციელა. ”როგორც სჩანს, რუსული დაზვერვა ეფექტურად ვეღარ მუშაობს” - აცხადებს ქუთელია და იქვე დასძენს, რომ საქართველოში ჯარის აღმშენებლობის პროცესი, პარტნიორი ქვეყნების დახმარებით, კვლავაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG