Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილა და


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი,

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ განიხილა და ხმათა უმრავლესობით მიიღო საქართველოს მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი,
რომელიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების უპირობო დაბრუნებას და მათ საკუთრების უფლებას ეხება. დოკუმენტში ჩაწერილია, რომ აფხაზეთში მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა. დოკუმენტი ცალმრივი ხასიათის არ არის, ის აფხაზეთში მცხოვრები აფხაზი ხალხის უფლებების დაცვის მოთხოვნასაც შეიცავს. გაეროში საქართველოს წარამომადგენელმა ირაკლი ალასანიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთი შეფასება მისცა დღეს მიღებულ დოკუმენტს: [ალასანიას ხმა]: ”ეს ძალიან დიდი ნაბიჯია, კონფლიქტის სწორად დარეგულირებისაკენ გადადგმული. მაგრამ მე ასევე შემიძლია გითხრათ ძალიან გულწრფელად, რომ ეს არის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას მყარად ვიდგეთ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე. მაგრამ რეალურად საქმის წინ წაწევა არის აფხაზების და ქართველების დიალოგში.” დოკუმენტის თანახმად, გაეროს გენერალურ მდივანს დაევალა შემდეგ გენერალური ასამბლეას წარუდგინოს ანგარიში, რა გაკეთდა დევნილთა დაბრუნების პროცესში.
XS
SM
MD
LG