Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს


მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში

მოსკოვში ორდღიანი ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში
თემურ იაკობაშვილმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა დღეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში გართულებული მდგომარეობის საკითხებზე იმსჯელეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იაკობაშვილმა ასევე შეხვედრები გამართა საგანგებო დავალებათა ელჩთან ვალერი კენიაიკინთან და რუსეთის მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარესთან იური პოპოვთან. როგორც ჩვენს რადიოს უთხრა იაკობაშვილმა, მან რუსეთის მხარეს გააცნო კონფლიქტებთან დაკავშირებით საქართველოს ხედვა და ამ კონფლიქტების მოგვარების შესაძლო გზები. მოსკოვში იაკობაშვილმა განაცხადა აგრეთვე, რომ თუკი რუსეთი განაგრძობს საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს, მას პრობლემები შეიძლება შეექმნას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში. კონფლიქტის ზონებში არსებული ვითარება შეფასდა, როგორც საგანგაშო და საშიში განვითარების საფრთხის მატარებელი. მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ორმხრივი კონსულტაციების გაგრძელების შესახებ.
XS
SM
MD
LG