Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ნაციონალისტები და სლობოდან მილოშევიჩის


სერბიის ნაციონალისტები და სლობოდან მილოშევიჩის სოციალისტური პარტია აცხადებენ,

სერბიის ნაციონალისტები და სლობოდან მილოშევიჩის სოციალისტური პარტია აცხადებენ,
რომ მალე კოალიციურ მთავრობას შექმნიან. სერბიაში კვირას გაიმართა რიგგარეშე არჩევნები, რომელშიც გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. ულტრანაციონალისტურმა რადიკალურმა პარტიამ, ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ვოისლავ კოშტუნიცას სერბიის დემოკრატიულმა პარტიამ და სოციალისტურმა პარტიამ განაცხადეს, რომ ძირითადად შეთანხმდნენ კოალიციის შექმნაზე, მაგრამ თქვეს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. პროევროპულმა პარტიებმა მეტი ხმა მიიღეს არჩევნებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა. მიმომხილველთა აზრით, ნაციონალისტებსა და სოციალისტებს შორის კოალიცია დააბრკოლებს სერბიის ინტეგრაციას ევროპის კავშირში.
XS
SM
MD
LG