Accessibility links

logo-print

ავღანეთში პაკისტანის ელჩი - რომელიც


ავღანეთში პაკისტანის ელჩი - რომელიც სამი თვის წინ გაიტაცეს, სავარაუდოდ ისლამისტმა ექსტრემისტებმა

ავღანეთში პაკისტანის ელჩი - რომელიც სამი თვის წინ გაიტაცეს, სავარაუდოდ ისლამისტმა ექსტრემისტებმა
- გათავისუფლებულია. ტარიკ აზიზუდინი მძღოლთან ერთად ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში მიემგზავრებოდა, როდესაც ის 11 თებერვალს პაკისტანის ხუბერის რაიონში დაიკარგა, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მუჰამედ სადიქის განცხადებით, ელჩი ”გათავისუფლებული და მას საფრთხე არ ემუქრება”. ელჩის მძღოლი და პირადი მცველიც გათავისუფლდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოხდა მათი გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG