Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის


შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობის

შეერთებულ შტატებში, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატობის
პრეტენდენტმა, ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუშის საგარეო პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკამ შეერთებული შტატების მტრები – მაგალითად ირანი და ჰამასი – გააძლიერა. ხუთშაბათს, ისრაელის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსულმა ბუშმა ისინი, ვისაც ირანთან მოლაპარაკების გამართვა სურთ, იმ ძალებს შეადარა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე ნაცისტურ გერმანიასთან კომპრომისზე მიდიოდნენ. ამ განცხადებას დემოკრატთა აღშფოთება მოჰყვა.
ბუშის ამ სიტყვების შესახებ ობამამ განაცხადა, რომ "ეს ზუსტად ისეთი შოკისმომგვრელი თავდასხმაა, რომელმაც ქვეყანა დაანაწევრა, და მისი მსოფლიოსგან გაუცხოვება გამოიწვია." ობამამ ბუში და რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ მაკკეინი, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე დებატებში გამოიწვია.
XS
SM
MD
LG