Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, წამყვანი


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, წამყვანი მინისტრებისგან შემდგარი

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, წამყვანი მინისტრებისგან შემდგარი
შიდა კაბინეტი ჩამოაყალიბა, რომელიც კვირაში ერთხელ შეიკრიბება. ეს ახალი ფორუმი ძალიან გავს ფორმატს, რომელსაც პუტინი პრეზიდენტობის პერიოდში იყენებდა. ხუთშაბათს პუტინმა განაცხადა, რომ ახალი ფორმატი მთავრობის ეფექტიანობის ხარისხს გაზრდის. პუტინის მიერ შექმნილ ფორუმში შედიან ორი პირველი ვიცე-პრემიერი, ხუთი ვიცე-პრემიერი, და შვიდი მინისტრი – მათ შორის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, რომლებიც, რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, ანგარიშს უშუალოდ პრეზიდენტს აბარებენ. პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს – პუტინის ახლო მოკავშირეს – თეორიულად შეუძლია პუტინის მიერ ინიცირებულ ამ შეხვედრებზე დასწრება. მაგრამ პუტინის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვოს თქმით, მედვედევი სხდომებს არ დაესწრება.
XS
SM
MD
LG