Accessibility links

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში


შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში, აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს
იმისათვის, რომ მიმდინარე წლის ბიოლომდე ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს. ბუში ამ განცხადებით ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში გამოვიდა, სადაც მან ხვალ ახლო აღმოსავლეთის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უნდა გახსნას. ბუშმა ლიბანზეც ილაპარაკა - მისი თქმით, ამ ქვეყნის ცხოვრებაში ახლა ”გადამწყვეტი მომენტი” დგას.”ჰისბოლასთან” ბრძოლის პროცესში პრემიერ-მინისტრ ფუად სინიორას პროდასავლურ მთავრობას ბუშმა შეერთებული შტატების მხარდაჭერა აღუთქვა. დღესვე, ჯორჯ ბუშმა მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან და პალესტინელთა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.
XS
SM
MD
LG