Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა


ეგვიპტეში მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა

ეგვიპტეში მყოფმა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
ჯორჯ ბუშმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, სამომავლო რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას საფუძველი ჩაუყარონ, და თავიანთ საზოგადოებებში პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი გაზარდონ. [ბუშის ხმა]: ”პროგრესისა და მიღწევების ეპიცენტრში თავის დამკვიდრებისთვის თავისუფლების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებაა საჭირო. თავისუფლების გავრცელება აუცილებელია დროებითი სიმდიდრის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმისთვის.”
ამასთან, ბუშმა თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები უნდა ”დაუპირისპირდნენ ჰამასს”, ხოლო ირანი და სირია კი აიძულონ, შეწყვიტონ ”ტერორიზმის მხარდაჭერა”. ბუში ამ სიტყვით ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში, ახლო აღმოსავლეთის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე გამოვიდა. შეხვედრაზე მსოფლიო პოლიტიკის და ეკონომიკის ასობით ლიდერია თავმოყრილი.
XS
SM
MD
LG