Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, ამ კვირაში მიანმარში ჩავა,

გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, ამ კვირაში მიანმარში ჩავა,
და მოლაპარაკებას გამართავს 2 მაისის დამანგრეველი ციკლონის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ბან კი მუნის პრეს-მდივნის ცნობით, ვიზიტი ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შედგება. პარალელურად, მიანმარის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ცნობას, რომ ქვეყნის სამხედრო ხელისუფლების ლიდერი, გენერალი თან შვე დღეს ციკლონით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა - ეს სავარაუდოდ მისი პირველი ასეთი ვიზიტია. მიანმარის ოფიციალური უწყებების ცნობით, ციკლონმა 78, 000 ადამიანი იმსხვერპლა. დაკარგულია 56, 000 ადამიანი. სხვა ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოები მიანმარის სამხედრო ხელისუფლებას ბრალს დებენ, რომ ის ქვეყანაში დახმარების ძალიან მცირე რაოდენობას, და ცოტა მაშველს უშვებს, საკუთარი ძალაუფლების დასუსტების შიშით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტო ”გადაარჩინეთ ბავშვები” ამბობს, რომ თუ მიანმარში საკვები მალე არ შევა, ათასობით ბავშვს შიმშილის საფრთხე დაემუქრება.
XS
SM
MD
LG