Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მარდანში

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ მარდანში
დღეს თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 10 ადამიანი შეიწირა. აფეთქება სამხედრო-საწვრთნელ ცენტრთან ახლოს მოხდა. ოფიციალური უწყებების ცნობით, თავდამსხმელი ფეხით მოძრაობდა. გარდაცვლილთაგან ოთხი ჯარისკაცია. დაიჭრა 16 ადამიანი. გასულ ივლისში, ისლამაბადის წითელ მეჩეთში რადიკალი სასულიერო პირის და მისი შეიარაღებული მომხრეეების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შემდეგ პაკისტანში გახშირდა ძალადობის შემთხვევები. ამ ძალადობის ტალღაში ქალაქი მარდანიც მოყვა - იქ ისლამისტმა ექსტრემისტებმა რამდენიმე თავდასხმა მოახდინეს.
XS
SM
MD
LG