Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსი


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსი მშვიდობისდამცველები

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსი მშვიდობისდამცველები
გასულ ღამეს ზუგდიდში შევიდნენ. საქართველოს მედიის ცნობით, კოლონა ექვსი ჯავშან-მანქანისგან და 42 სატვირთო მანქანისგან შედგებოდა. საქართველოს მედია იუწყება, რომ რუსი ჯარისკაცები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. არის ინფორმაცია მშვიდობისდამცველების მიერ გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევაზეც. გავრცელებული ცნობებით, ზუგდიდში შესული რამდენიმე ჯარისკაცი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა წუხელვე დააკავეს, და მალევე გაუშვეს. საქართველოს მხარე მომხდარს აპროტესტებს და აცხადებს, რომ რომ რუსი მშვიდობისდამცველები მასთან შეუთანხმებლად მოძრაობდნენ. რუსი მშვიდობისდამცველების ქმედება თბილისში დაგმო საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ლადო გურგენიძემ:
[გურგენიძის ხმა]: ”ყოვლად მიუღებელი საქციელია. ყოვლად უმგვანო, დაუშვებელი. კიდევ ერთხელ მოახდინეს დისკრედიტაცია თავისი თავის, ამ ეგრეთ წოდებულმა სამშვიდობო ძალებმა. ”
მშვიდობისდამცველთა შტაბი აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჰქონდათ ინფორმაცია სამშვიდობო ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით. შტაბი მომხდარს ”ქართული მხარის მიერ წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას” უწოდებს და ამბობს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს. საქართველოს მედიის ცნობით, ინციდენტის შემდეგ გაერთიანებული შტაბის სარდლის, მამუკა ყურაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედმა ქართულმა სამშვიდობო ძალებმა რუსული მხარე აიძულეს მათთვის ბაზის მონახულების და იქ არსებული ტექნიკის აღნუსხვის ნებართვა მიეცათ.
XS
SM
MD
LG