Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია და სააგენტო


ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია და სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია და სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”
ავრცელებენ ცნობას, რომ საქართველო რუსეთს აფხაზეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდის გარდა, მძიმე ტექნიკის შეყვანაში და შესაბამისად სამშვიდობო მანდატის დარღვევაში სდებს ბრალს. BBC-სა და AP-ს ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც რუსეთის მძიმე ტექნიკას ასახავს. BBC-ს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, შოთა უტიაშვილის სიტყვები - რომ მოცემულ ვითარებაში პოტენციური რისკის შესაფასებლად ქართული მხარისთვის მზვერავი თვითმფრინავების მიერ მოპოვებული ინფორმაცია აუცილებლობას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG