Accessibility links

logo-print

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას


პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას, ხელისუფლებას, ოპოზიციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას
წინასაარჩევნოდ მიმართა და მოუწოდა, ხელი შეუწყონ ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, სამართლიანად და გამჭვირვალედ, როგორც ეს შეეფერება დემოკრატიულ და ცივილურ ქვეყანას”, - განაცხადა ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია მოსახლეობის მაღალი აქტივობის დაფიქსირება და მან მოუწოდა მოსახლეობას, ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ მომენტში მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი და მივიდნენ არჩევნებზე.
XS
SM
MD
LG