Accessibility links

logo-print

განახლდა ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ტარიკ


განახლდა ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ტარიკ აზიზის სასამართლო პროცესი.

განახლდა ერაყის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ტარიკ აზიზის სასამართლო პროცესი.
აზიზი დღეს წარდგა სასამართლოს წინაშე. მას 1992 წელს ვაჭრების სიკვდილით დასჯის ბრძანების გაცემა ედება ბრალად. სასამართლო პროცესი დაიწყო 29 აპრილს, მაგრამ ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაიდო. აზიზს შეიძლება სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ, თუ დადასტურდა, რომ მან გასცა ბრძანება 42 ვაჭრის სიკვდილით დასასჯელად, რომლებიც სადამ ჰუსეინის მთავრობამ სურსათზე ფასების გაზრდაში დაადანაშაულა. აზიზი 2003 წლის აპრილში ჩაბარდა შეერთებული შტატების ჯარებს, ერაყში განხორციელებელი ინტერვენციიდან ცოტა ხნის შემდეგ.
XS
SM
MD
LG