Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა იუწყება, რომ 9 სახელმწიფოს


უკრაინა იუწყება, რომ 9 სახელმწიფოს ლიდერები აპირებენ მონაწილებას კონფერენციაში,

უკრაინა იუწყება, რომ 9 სახელმწიფოს ლიდერები აპირებენ მონაწილებას კონფერენციაში,
რომელიც ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეძღვნება და ამ კვირაში კიევში გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო პარასკევს, 23 მაისს უმასპინძლებს საქართველოს, აზერბაიჯანის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდავეთის, პოლონეთისა და რუმინეთის ლიდერებს. ისინი იმსჯელებენ კასპიური ნავთობის ევროპისთვის მიწოდებაზე ოდესა-ბროდის მილსადენით. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სერჰი კორსუნსკის განცხადებით, გამოთქვამენ იმედს, რომ ნედლ ნავთობს გამოიყენებენ უკრაინის, ჩეხეთისა და, შესაძლოა, გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიც.
XS
SM
MD
LG