Accessibility links

logo-print

ევროკავშირის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც


ევროკავშირის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთთან პარტნიორობის

ევროკავშირის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთთან პარტნიორობის
ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყებას. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე სლოვენიის განცხადებით, შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე. 26-ს მაისს ამ შეთანხმებას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დაადასტურებენ. ევროკავშირის წევრები წელიწადნახევარი ცდილობდნენ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმებას, მაგრამ მას ხელს უშლიდა ჯერ პოლონეთის, შემდეგ კი ლიტვის წინააღმდეგობა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა მოსკოვში ვიზიტისას იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რამდენიმე დღეში წამოაყენებს მოლაპარაკების განრიგს.
XS
SM
MD
LG