Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას განცხადებით, მას ცოტაღა


ბარაკ ობამას განცხადებით, მას ცოტაღა აკლია აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინირებამდე.

ბარაკ ობამას განცხადებით, მას ცოტაღა აკლია აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინირებამდე.
ობამა ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა კენტაკის შტატში შიდაპარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვების, ორეგონის შტატში კი - თვით ობამას გამარჯვების შესახებ. აგვისტოში გაიმართება თავყრილობა, რომელში მონაწილე დელეგატებიც, მათ შორის ე.წ. “სუპერდელეგატები”, მონაწილეობას მიიღებენ კენჭისყრაში დემოკრატი კანდიდატის ვინაობის დასადგენად. გამარჯვებული ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუპირისპირდება აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, ჯონ მაკკეინს.
XS
SM
MD
LG