Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ


მოსკოვმა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ევჰენ კორნიჩუკს,

მოსკოვმა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ევჰენ კორნიჩუკს,
რუსეთში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კორნიჩუკი პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინის შესახებ შეურაცხმყოფელი განცხადებით გამოვიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერ უკრაინელ პოლიტიკოსს, რომელიც ქმედებით ან სიტყვებით ”რუსეთს ზიანს აყენებს”, რუსეთში შესვლაზე შეზღუდვებს დაუწესებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კიევმა თვის დასაწყისში მოსკოვის მერს,იური ლუჟკოვს აუკრძალა უკრაინაში შესვლა. კიევმა ამ ზომას ქალაქ სევასტოპოლში ლუჟკოვის გამოსვლის შემდეგ მიმართა - იქ მოსკოვის მერმა მხარდამჭერებს განუცხადა, რომ უკრაინის ეს საპორტო ქალაქი - სადაც რუსეთის საზღვაო ფლოტია განთავსებული - რუსეთს უნდა დაუბრუნდეს.

XS
SM
MD
LG