Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთისთვის


საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთისთვის მნიშვნელობა არა აქვს

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფხაზეთისთვის მნიშვნელობა არა აქვს
- განუცხადა დღეს ინტერნეტგამოცემა ,,როსბალტს” დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი შამბას თქმით, სოხუმი თბილისთან სამშვიდობო მლაპარაკების განახლებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდება, რაც საქართველო კოდორის ხეობიდან საკუთარ სამხედროებს გაიყვანს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება ცხინვალის რეგიონში სამხედრო აგრესიის საფრთხის შენარჩუნებას ნიშნავს. დე-ფაქტო პარლამენტში აცხადებენ, რომ არჩევნები საქართველოს საშინაო საქმეა, თუმცა, მის შედეგებს უშუალო კავშირი აქვს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე.
XS
SM
MD
LG