Accessibility links

logo-print

არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა -


არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ,

არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ,
რომლის განცხადებით, ქვემო ქართლში მის დამკვირვებლებზე ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობდა, 137 საჩივარი დაწერა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საჩივართა უდიდესი ნაწილი ასახავს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა მარკირების შერჩევით ჩატარება; საარჩევნო კაბინაში ერთდროულად რამდენიმე მოქალაქის შესვლა და მათთვის კომისიის წევრთა მითითება იმის თაობაზე, რომელი ნომერი უნდა შემოეხაზათ; ასევე მმართველი პარტიის სასარგებლოდ წარმოებული აგიტაცია და არჩევნების შედეგთა დათვლის დაგვიანებით დაწყება. მსგავსი დარღვევების გამო ორასამდე საჩივარი დაწერა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დარღვევების გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თოთხმეტი საარჩევნო უბნის შედეგები გააუქმა.
XS
SM
MD
LG