Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, საქართველოში


საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ”მთლიანობაში დადებითად”,

საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ”მთლიანობაში დადებითად”,
და საპრეზიდენტოზე ბევრად უკეთესად ჩატარდა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. მისია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში ეცადნენ საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინათ, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ამ სტანდარტების დამკვიდრება არასრული და არათანამიმდევრული სახით განხორციელდა. ”არჩევნების დღე მთლიანობაში მშვიდი იყო, და ზოგადად დადებითად შეფასდა” - ნათქვამია განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესში ზეწოლის შემთხვევების შესახებ ბევრი ცნობა ვრცელდებოდა, და ამ ინციდენტების ნაწილი რეალურად დადასტურდა. არჩევნების საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეუთოს ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიებს, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.
XS
SM
MD
LG