Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების


საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების 3590 უბნის მონაცემებით,

საქართველოში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების 3590 უბნის მონაცემებით,
5-პროცენტიანი ბარიერი ოთხმა პარტიამ გადალახა. საარჩევნო სუბიექტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსათვის" ამომრჩეველთა ხმების 59.32 პროცენტი მიიღო, საარჩევნო ბლოკმა "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)"- 17.62 პროცენტი; პარტიას "გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატები" ხმების 8.57 პროცენტი ერგო, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას - 7.47 პროცენტი. ამასთან, ბოლო მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 18 საარჩევნო უბნის შედეგები გაბათილდა. საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ”მთლიანობაში დადებითად” და საპრეზიდენტოზე ბევრად უკეთესად ჩატარდა, თუმცა, კვლავ რჩება პრობლემები. ევროკავშირის ამჟამიადნელმა მორიგე თავმჯდომარე სლოვენიამ არჩევნებს "გამამხნევებელი" უწოდა.
XS
SM
MD
LG