Accessibility links

logo-print

რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო


რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო

რუსეთის ელჩი საქართველოში, ვიაჩესლავ კოვალენკო
ეჭვქვეშ აყენებს ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ იმ მასალებს, რომელზეც გაეროს ექსპერტები მუშაობდნენ. (კოვალენკოს ხმა)
“მე კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დავაყენებ იმ პირების პროფესიონალიზმს, რომლებიც გაეროს მისიის კომისიაში მუშაობდნენ, მაგრამ დიდ ეჭვს იწვევს ის მასალა, რომლითაც ეს პროლფესიონალები მუშაობდენენ.განუცხადა კოვალენკომ ჟურნალისტებს დღეს, საქართველოს საგარეო უწყებაში, სადაც მას გაეროს მისიის დასკვნასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცეს.
მისი თქმით, საუბარია იმ ვიდეოჩანაწერის შესახებ, ასევე რადარების მონაცემებზე.
რაც შეეხება რადარების მონაცემებს, რუსეთს აქვს გარკვეული გამოცდილება, - აღნიშნა კოვალენკომ. მისი თქმით, წითელუბნის ინციდენტის ფაქტზე რადარების მონაცემებმა ასევე გამოიწვია ეჭვი.
კოვალენკოს ინფორმაციით, რუსეთს აქვს საკუთარი მონაცემები 20 აპრილის ინციდენტის თაობაზე.
XS
SM
MD
LG