Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში გაიმართა ჩინეთისა და ტაივანის


პეკინში გაიმართა ჩინეთისა და ტაივანის მმართველი პარტიების ლიდერთა ისტორიული შეხვედრა.

პეკინში გაიმართა ჩინეთისა და ტაივანის მმართველი პარტიების ლიდერთა ისტორიული შეხვედრა.
საქმე ეხება ყველა მაღალი დონის შეხვედრას 1949 წელს ჩინეთსა და ტაივანს შორის განხეთქილების შემდეგ.
ჩინეთის პრეზიდენტის, კომუნისტური პარტიის ლიდერ ჰუ ძინტაოსა და ტაივანის მმართველი ნაციონალისტური პარტიის თავმჯდომარე ვუ პო სიუნის დღევანდელი მოლაპარაკების შემდეგ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მიღწეულია ერთსულოვნება ოფიციალური დიალოგის რაც შეიძლება მალე განახლების შესახებ. დღევანდელი შეხვედრა მოჰყვა ორ მხარეს შორის დაძაბულობის განმუხტვას, რასაც მიიჩნევენ ტაივანის არჩევნებში დემოკრატიული პროგრესული პარტიის - ანუ დამოუკიდებლობის მომხრე წამყვანი ძალის - დამარცხების შედეგად. ტაივანის მმართველი პარტიის ლიდერი 6 დღით ეწვია ჩინეთს.
XS
SM
MD
LG