Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი
დღეს სტოკჰოლმში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები და კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ, ეკა ტყეშელაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ასეთი შეფასება გამოთქვა: [ტყეშელაშვილის ხმა]: ”ეს იყო ძალიან კონსტრუქციული საუბარი. ეს მიმდინარე პროცესია, ჩვენი დიპლომატიური დინამიკა არსებულ კონფლიქტებთნ მიმართებაში და იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ბუნებრივია, ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან ჩვენი, და ძალიან საქმიანი და კონსტრუქციული საუბარი გვქონდა დღეს, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ცვლილება იმ დინამიკაში, რომელ დინამიკაშიც დღეს ვიმყოფებით, და იგი პოზიტივისკენ წარვმართოთ.” (სტილი დაცულია) შეხვედრა გაეროს ეგიდით სტოკჰოლმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სადაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერაყის განვითარების სფეროში შეტანილი წვლილს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში ეკა ტყეშელაშვილი 28 მაისს ასევე შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს.
XS
SM
MD
LG