Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, ლაგოდეხში გამართულ

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღეს, ლაგოდეხში გამართულ
მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოდ ჩატარდა, და ამით საქართველომ ”ურთულესი გამოცდა” ჩააბარა დემოკრატიაში. მთავრობის სხდომას საქართველოს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით გამოვლინდა საქართველოს ამომრჩევლის ”ფენომენალური მხარდაჭერა” არსებული სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის მიმართ.
საერთაშორისო სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტოზე უკეთესად ჩატარდა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. მისიის შეფასებით, პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში ეცადნენ საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაეტარებინათ, მაგრამ ამ სტანდარტების დამკვიდრება არასრული და არათანამიმდევრული სახით განხორციელდა.
XS
SM
MD
LG