Accessibility links

გაეროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ


გაეროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ, 20 აპრილს აფხაზეთის

გაეროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ, 20 აპრილს აფხაზეთის
დეფაქტო რესპუბლიკის მახლობლად ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავის საკითხის განსახილველად გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა ითხოვა. გაეროში რუსეთის ელჩი, ვიტალი ჩურკინი, ამბობს რომ თუ ამ ინციდენტის განხილვის მიზნით უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარდება, მას დეფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელიც უნდა დაესწროს. ორშაბათს გაეროს სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ გამანადგურებელი, რომელმაც 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსული იყო.ოფიციალური მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG