Accessibility links

logo-print

სტოკჰოლმში დასრულდა გაეროს ეგიდით მიმდინარე


სტოკჰოლმში დასრულდა გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენცია,

სტოკჰოლმში დასრულდა გაეროს ეგიდით მიმდინარე კონფერენცია,
რომელიც ერაყის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა მიღეს დეკლარაცია, რომლითაც ერაყს მხარდაჭერა აღუთქვეს წლების განმავლობაში მიმდინარე ომებით და დიქტატურით გამოწვეული ზარალის აღდგენის საქმეში. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, კმაყოფილება გამოთქვა კონფერენციის მონაწილეების პოზიციის ირგვლივ. კონფერენციაზე ერაყის პრემიერ-მინისტრი, ნური ალ-მალიქი, ქვეყნებს მოუწოდებდა გაეუქმებინათ ვალი, რომელიც ერაყს ჯერ კიდევ სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ომით გამოწვეული ზარალის აღდგენის ამოცანა, და დაახლოებით 67 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის საერთაშორისო დავალიანება ერაყის განვითარებას აფერხებს. კონფერენციის ბოლოს მიღებულ დეკლარაციაში გამოთქმულია მოწოდება, რომ მევალე ქვეყნებმა განიხილონ ერაყისთვის ვალის გაუქმების შესაძლებლობა. თუმცა ამის შესახებ მყარი პირობა არ დადებულა.
XS
SM
MD
LG