Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკმა დღეს ახალი, 1.2


მსოფლიო ბანკმა დღეს ახალი, 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროგრამა დაიწყო,

მსოფლიო ბანკმა დღეს ახალი, 1.2 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების პროგრამა დაიწყო,
რომელიც საკვების დეფიციტის მქონე ქვეყნებისთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, რობერტ ზოელიკის თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 200 მილიონი დოლარი მოხმარდება საკვების გაძვირებით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნებისთვის გრანტების სწრაფ გამოყოფას. დღესვე გამოქვეყნდა გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც ასკვნის, რომ მომავალი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში საკვების ფასი დღევანდელთან შედარებით დაიკლებს, მაგრამ მაინც მაღალი დარჩება. ანგარიშში გამოთქმულია მოწოდება, უფრო ფართოდ დაინერგოს გენური ინჟინერია, და გადაისინჯოს მარცვლეულის გამოყენებით მიღებული ბიოლოგიური საწვავის პროგრამები.
XS
SM
MD
LG