Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასეტური ბომბების ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციას


კასეტური ბომბების ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციას

კასეტური ბომბების ამკრძალავ საერთაშორისო კონვენციას
დღეს 111 ქვეყანა შეუერთდა. ქალაქ დუბლინში გაფორმებული კონვენციის ხელმომწერებმა პირობა დადეს, რომ აკრძალავენ კასეტური ტიპის სამხედრო მარაგის გამოყენებას, წარმოებას და შენახვას. თუმცა შეთანხმებას არ შეუერთდნენ ამ ტიპის ბომბების მთავარი მწარმოებელი და შემნახველი ქვეყნები - შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი. კასეტური ბომბი წარმოადგენს ერთგვარ კონტეინერს, რომელიც ათასობით პატარა ბომბს შეიცავს და აფეთქების დროს მათ დიდ ფართობზე ფანტავს. ისინი ომში გამოიყენება, მაგრამ ხშირად ისეც ხდება, რომ ასეთი ბომბები ადამიანებს კლავს და ასახიჩრებს კონფლიქტების დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG