Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს საქართველოს


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს საქართველოს თხოვნით მოწვეულ

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს საქართველოს თხოვნით მოწვეულ
დახურულ სხდომაზე აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მახლობლად 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ინციდენტი განიხილა. გაეროს სადამკვირვებლო მისიის მიერ კვირის დასაწყისში გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გამანადგურებელი, რომელმაც აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რუსული იყო.ოფიციალური მოსკოვი ამას კატეგორიულად უარყოფს. დღევანდელი სხდომის შემდეგ, გაეროში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ალასანიამ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთი შეფასება გამოთქვა: [ალასანიას ხმა]: ”უშიშროების საბჭოს უმეტესმა წევრებმა ერთსულოვნად დაგმეს აღნიშნული აგრესიული აქცია, დაადანაშაულეს რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, და მოითხოვეს, რომ მომავალში აღარ განმეორდეს ამგვარი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.” დღესვე, ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისმა შეაჩერა აფხაზეთის თავზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენა - თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანა იტოვებს ასეთი ფრენების განახლების უფლებას. გაეროში რუსეთის ელჩმა, ვიტალი ჩურკინმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ამ ნაბიჯის შესახებ. უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, აცხადებდა რომ ის აზრს მოკლებულად მიიჩნევს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამ ინციდენტის განხილვას აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე. ამავე მიზეზით უშიშროების საბჭო არაობიექტურობაში დაადანაშაულა აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ - მან სააგენტო ”რია-ნოვოსტის” განუცხადა, რომ გაეროს მსგავსი მოქმედება სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას ხელს ვერ შეუწყობს.
XS
SM
MD
LG