Accessibility links

logo-print

თბილისი აფხაზეთში რუსეთის მიერ სარკინიგზო


თბილისი აფხაზეთში რუსეთის მიერ სარკინიგზო ჯარების შეყვანას

თბილისი აფხაზეთში რუსეთის მიერ სარკინიგზო ჯარების შეყვანას
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯად აფასებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში უკვე დაიბარეს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო. ვაშაძის თქმით, რუსეთმა სარკინიგზო ჯარები აფხაზეთში საქართველოს მხარესთან შეუთანხმებლად შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთში სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ ანექსიასთან ერთად, სამხედრო ანექსიას ახორციელებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სარკინიგზო ჯარების შენაერთი დღეს შევიდა.
XS
SM
MD
LG